2020-10-16 საარჩევნო ჟურნალი N2 უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ მეორე ნომერი. |
2020-10-09 პარტიული სიების რეგისტრაცია დასრულდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესი |
2020-10-08 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარდგენილი/რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა კანდიდატები შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში წარადგინეს |
2020-10-06 6 ოქტომბრის სხდომა დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ოთხ საარჩევნო ოლქში სახელობითი კენჭისყრით უსკოს წარმომადგენლები აირჩია. |
2020-10-03 ვებინარი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის 3 ოქტომბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა ვებინარი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის. ის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროექტის უფროსმა ოფიცერმა ნინო დოლიძემ გახსნეს |
2020-10-02 პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა. |
2020-10-01 1 ოქტომბრის სხდომა დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სახელობითი კენჭისყრით უსკოს წარმომადგენლები მხოლოდ ორ საარჩევნო ოლქში აირჩია. (N-79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში - პაატა კეშელავა, ხოლო N-84 ხულოს საარჩევნო კომისიაში მალხაზ ჯორბენაძე). |
2020-09-25 ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მსურველთათვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც კანდიდატმა უნდა მიუთითოს |
2020-09-25 უსკომ წარმომადგენლების არჩევის წესი განსაზღვრა დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით განსაზღვრა 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უსკოს წარმომადგენლების არჩევის წესი და უფლებამოსილებები. |
2020-09-23 პარტიული სიების წარდგენის წესები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის განსაზღვრავს პარტიული სიების წარდგენის წესებს. |
2020-09-22 საკანონმდებლო სიახლე უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების გავლისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის ვალდებულება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირებს დაეკისრება და უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები აღარ წარადგენენ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას წინასწარ. |
2020-09-20 უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა 20 სექტემბრის სხდომაზე, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა, რაც საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე 30 დღით ადრე (1 ოქტომბერი)განისაზღვრება (მუხლი 38¹). |
2020-09-19 საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანის ვადა ამოიწურა 18 სექტემბერს, 18:00 საათზე, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანის ვადა ამოიწურა. |
2020-09-17 17 სექტემბრის სხდომა 17 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიამ საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის საკითხზე იმსჯელა და მიიღო დადგენილება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ. საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომერი განისაზღვრება არჩევნებამდე 30 დღით ადრე (1 ოქტომბერი) საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით (მუხლი 38¹), რადგანაც ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, უსკო დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებით წესს და ვადებს. |
2020-09-14 ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისათვის უმაღლესი საარჩევნო კომისია შეახსენებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სიების შედგენისას გაითვალისწინონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ (მუხლი 49, პუნქტი 5), რომლის თანახმადაც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი. |
2020-09-09 ინფორმაცია პარტიული სიების წარდგენის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიული სიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი (კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 39, მუხლი 76²) |
2020-09-06 6 სექტემბრის სხდომა დღევანდელ სხდომაზე უმაღლესი საარჩევნო კომისია წინასაარჩევნო პერიოდისათვის პირველად სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ორგანული კანონის თანახმად, უსკოს 6 ძირითად წევრს პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული 6 დროებითი წევრი დაემატა, რომელთა უფლებამოსილების ვადა არჩევნების დანიშვნიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე განისაზღვრება. |
2020-09-05 უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის განაცხადების წარდგენა დასრულდა 2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის უსკოში განაცხადების წარდგენის პროცესი დასრულდა. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 20-მა პარტიამ გაიარა, 6 პარტიის დოკუმენტაცია კი ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. რეგისტრაციის პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება. |
2020-09-02 ინფორმაცია ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის თანახმად (მუხლი 39), აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო სუბიექტმა (უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა) არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა პარტიულ სიასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. უსკომ განკარგულებით განსაზღვრა ორი სამედიცინო დაწესებულება, სადაც უნდა განხორციელდეს კანდიდატების შემოწმება: |
2020-09-01 1 სექტემბრის სხდომა 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ - მინისტრის თანახელმოწერით გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად. 1 სექტემბრიდან ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი და ამოქმედდა რეგულაციები არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის. |