აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2016-10-23
23 ოქტომბრის სხდომა
23 ოქტომბრის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 5 ძირითად საკითხზე იმსჯელეს. დადგენილებით დამტკიცდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურისთვის N80 ქედის, N82 შუახევის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი. სამივე ოლქის ხარჯები შეადგენს ჯამში 37 450 ლარს, რაც მოიცავს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საწვავის და სხვა საჭირო საქონლის შეძენის ხარჯებს, ასევე ოლქების დამხმარე პერსონალის ანაზღაურებას. სულ 23 თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 9 500 ლარია. იმ საოლქო საარჩევნო კომისიებითვის, სადაც მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური იმართება, განკარგულებით დამტკიცდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობა, 7-7 ქედასა და შუახევში, ხოლო 9 ხულოში.

2016-10-21
21 ოქტომბრის სხდომა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 21 ოქტომბრის სხდომაზე 7 ძირითად საკითხზე იმსჯელეს. კომისიამ შეაჯამა 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. განკარგულებით 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად ოფიციალურად გამოცხადდა 30 ოქტომბერი.

2016-10-18
18 ოქტომბრის სხდომა
18 ოქტომბრის სხდომაზე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა ერთი ძირითადი საკითხი განიხილეს. განკარგულებით ცვლილება შევიდა „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ უსკოს 2016 წლის 6 სექტემბრის N36 განკარგულებაში.

2016-10-17
ინფორმაცია აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურის შესახებ
ამომრჩევლისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსად, აჭარის ა.რ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამაც განსაზღვრა. მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 30 ოქტომბერია.

2016-10-12
ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ

2016-10-11
ბრიფინგი უსკოში
2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში დაიბეჭდა 585 400 ბიულეტენი, აქედან: გამოყენებული, პროპორციული და მაჟორიტარული ბიულეტენების რაოდენობა შეადგენს 326 696; გაბათილდა 5 829 პროპორციული და 7 282 მაჟორიტარული ბიულეტენი, ჯამში 13 111.

2016-10-09
8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების შეჯამება დასრულდა.

2016-10-09
8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პირველადი წინასწარი შედეგები 15 საათის მდგომარეობით
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისია 8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პირველად წინასწარ შედეგებს რეალურ დროში, ვებგვერდზე აქვეყნებს. 15:00 საათის მდგომარეობით 348 უბნიდან დამუშავებულია 265 შემაჯამებელი ოქმი. დათვლილი უბნების შესაბამისად, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზეა 44.79%-ით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ ხოლო მეორეზე 30% - ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“ 5%-იანი ბარიერი წინასწარი მონაცემებით, გადალახული აქვს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობისა“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.“ შეგახსენებთ ეს არის პირველადი წინასწარი მონაცემები.

2016-10-08
ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის
2016 წელი:20:00 საათი.აქტივობა: 162 076 ამომრჩეველი,52,5% (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 308 506) N79 - ბათუმის ოლქი (68,69,70) – 77,998 ამომრჩეველი,49% N71 - ქობულეთის ოლქი- 27,677 ამომრჩეველი,56,1% N72 - ხელვაჩაურის ოლქი- 24,459 ამომრჩეველი,50,8% N73 - ხულოს ოლქი- 31,942 ამომრჩეველი,61,2%

2016-10-08
ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის
2016 წელი:17:00 საათი. აქტივობა: 132 316 ამომრჩეველი,42,9% (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 308 506) N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) -63 852 ამომრჩეველი,40,1% N71 - ქობულეთის ოლქი-22 439 ამომრჩეველი,45.5% N72 - ხელვაჩაურის ოლქი- 20 060 ამომრჩეველი,41.7% N73 - ხულოს ოლქი- 25,965 ამომრჩეველი,49,8%

2016-10-08
ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის
2016 წელი:15:00 საათი. აქტივობა:108 871 ამომრჩეველი,35.2 % (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 308 506) N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) -52 308 ამომრჩეველი,32.9% N71 - ქობულეთის ოლქი- 18 611 ამომრჩეველი, 37.7% N72 - ხელვაჩაურის ოლქი- 17 063 ამომრჩეველი,35.4% N73 - ხულოს ოლქი- 20 889 ამომრჩეველი, 40.8 %

2016-10-08
აქტივობა 12.00 საათისთვის
2016 წელი: 12:00 საათი. აქტივობა:59 547 ამომრჩეველი,19.3% (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 308 506) N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) - 29 047 ამომრჩეველი, 18,27% N71 - ქობულეთის ოლქი- 10 106 ამომრჩეველი,20.4% N72 - ხელვაჩაურის ოლქი- 9 604 ამომრჩეველი,19.9% N73 - ხულოს ოლქი- 10 790 ამომრჩეველი,20, 7% % 2012 წელი: აჭარაში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა:71 705 ამომრჩეველი,23.5%.(ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 304 930)

2016-10-08
პირველი ბრიფინგი უსკოში
აჭარაში საქართველოს პარლამენტის პარალელურად აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. რეგიონში სულ 348 უბანია, შეფერხები გარეშე გაიხსნა ყველა უბანი. მათ შორის ერთი სპეც.უბანი - სასჯელაღსრულების ნომერ მე-3 დაწესებულებაში. ჩატარდა წილისყრა, გადანაწილებულია ფუნქციები. იყო რამდენიმე პროცედურული დარღვევა თუმცა, ადგილზე აღმოიფხვრა.

2016-10-07
შემაჯამებელი ბრიფინგი
2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მოქალაქეები აირჩევენ უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს, 6 მაჟორიტარული წესით, ხოლო 15 პროპორციული სიით.

2016-10-07
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დეპუტატები უსკოში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დეპუტატებს შეხვდა.

2016-10-07
8 ოქტომბერი - საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. გარდა ამისა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: www.usko.ge, www.facebook.com/ajarausko

2016-10-07
შეხვედრა საერთაშორისო დამკვირვებლებთან
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა" (IRI) და ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) წარმომადგენლებს ჯეიკ ჯონსსა და ფილიპ ჰანსენს შეხვდა.

2016-10-04
საინფორმაციო კამპანია
2016 წლის 8 ოქტომბერს აჭარაში, უბანზე მისული ამომრჩეველი 4 სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის; ცისფერი და ვარდისფერი საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის!

2016-10-04
აჭარაში 308 506 ამომრჩეველია
2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა

2016-10-03
უსკოში 7 ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
დღეს, 3 ოქტომბერს, აჭარის ა.რ. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, დამკვირვებელთა სიის წარდგენის ვადა ამოიწურა. 18:00 საათის მონაცემებით, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლის სტატუსით უსკოში რეგისტრირებულია 5 ადგილობრივი, ასევე ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

8/21 «პირველი 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016