აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

სამუშაო შეხვედრა: მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები
02 აგვისტო 2020

სამუშაო შეხვედრა: მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები
2020 წლის 31 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში’’ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა განიხილეს არჩევნების მედია საშუალებების მიერ გაშუქების სხვადასხვა ასპექტი. შეხვედრა გაიმართა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით.
სამუშაო შეხვედრა გახსნა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კი შეაჯამა გენადი კოსიაკმა, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების განყოფილების უფროსის მოადგილემ.
სამუშაო შეხვედრაზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს შემდეგ თემებზე: ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, დებატებისა და ახალი ამბების გაშუქების მარეგულირებელი ნორმები, მედიის წარმომადგენელთა უფლებები და მოვალეობები არჩევნების დღეს; ახალი კორონა ვირუსი (COVID-19) და სპეციალური საარჩევნო ღონისძიებები; სიძულვილის ენა და არჩევნები; მედია და საარჩევნო პროცესები - საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს სტანდარტების მიმოხილვას. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტების „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ და „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. მიმდინარეობისას დაცული იყო პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016