აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2012-09-21
21 სექტემბრის სხდომის შედეგები
21 სექტემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საკითხი განიხილა.

2012-09-17
სამუშაო შეხვედრა ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში
16 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ გია გარსევანიშვილთან (უსკოს თავმჯდომარის მოადგილე), ასლან ჩავლეიშვილთან (უსკოს წევრი) და მამუკა ჯაშთან (უსკოს წევრი, პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“) ერთად ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია და ამ ოლქში შემავალი უბნები მოინახულა.

2012-09-16
განცხადება უსკოს წარმომადგენელთა შერჩევის შესახებ
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების შერჩევის მიზნით იწყებს წარმომადგენლობის მსურველ პირთა განაცხადების მიღებას.

2012-09-15
15 სექტემბრის სხდომის შედეგები
15 სექტემბერს გაიმართა უმაღლესი საარჩევნო კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც რამდენიმე საკითხი განიხილეს. კომისიამ მიიღო დადგენილება "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 22 აგვისტოს N-11 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ" და განკარგულება "უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შერჩევის შესახებ".

2012-09-15
სამუშაო შეხვედრა ქედისა და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიებში
14 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ, მამუკა ჯაშთან (უსკოს წევრი, პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“) და დიმიტრი დარჩიასთან (უსკოს წევრი, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“) ერთად ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში შემავალი საარჩევნო უბნები და საოლქო საარჩევნო კომისიები მოინახულა.

2012-09-15
სხდომის ანონსი
15 სექტემბერს, 16 საათზე გაიმართება უმაღლესი საარჩევნო კომისიის მორიგი სხდომა.

2012-09-14
შეხვედრა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში
14 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს, პოლ ოკონორს შეხვდა.

2012-09-13
სამუშაო შეხვედრა ხულოსა და შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიებში
13 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ მანუჩარ გამყრელიძესთან (ცესკოს საარჩევნო ოლქებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი) და ავთანდილ ჩახვაძესთან (უსკოს კომისიის წევრი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან) ერთად ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში შემავალი საარჩევნო უბნები და საოლქო საარჩევნო კომისიები მოინახულა.

2012-09-06
ინფორმაცია
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია. კანონით დადგენილ ვადებში უსკოში პარტიული სიები არ წამოუდგენიათ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს: "სახალხო მოძრაობა", "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი" და "ხალხის პარტია", რის გამოც მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია.

2012-09-05
5 სექტემბრის სხდომის შედეგები
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 5 სექტემბრის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვადასხვა ტექნიკური საკითხები განიხილა. კერძოდ, განკარგულებით დაამტკიცა საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმი და ბიულეტენის ბლოკნოტის თავფურცელის ფორმა და განკარგულებით მიიღო ასევე ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა.

2012-09-02
სამუშაო შეხვედრა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში
მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, 12.00 საათზე უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა აჭარის საარჩევნო ოლქების თავმჯდომარეებისა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.

2012-09-02
უმაღლესი საარჩევნო კომისიის განცხადება
საარჩევნო სუბიექტების საყურადღებოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ კანონით განსაზღვრული ზოგიერთი თანამდებობის პირის სტატუსი შეუთავსებელია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის სტატუსთან, რის გამოც პარტიულ სიებში რიცხულმა თანამდებობის პირებმა პარტიული სიის წარდგენიდან არაუგვიანეს ორი დღისა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ თანამდებობიდან გადადგომის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტი...

2012-09-01
1 სექტემბრის პრეს რელიზი
დღეს, 18 საათზე, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიებისა და და მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოში პარტიული სია 8 საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინა.

2012-08-31
ინფორმაცია

2012-08-28
28 აგვისტოს სხდომის შედეგები

2012-08-22
22 აგვისტოს სხდომა

2012-08-22
შეხვედრა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში

2012-08-21
შეხვედრა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში

2012-08-21
21 აგვისტოს სხდომის შედეგები

2012-08-19
საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია

15/21 «პირველი 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016