აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შეხვედრა ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომიასიაში
01 აგვისტო 2016

  უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განაგრძობს აჭარის მუნიციპალიტეტების საოლქო საარჩევნო კომისიებთან შეხვედრებს. ამჯერად პარმენ ჯალაღონია, კომისიის წევრებთან ერთად ქობულეთის N-81 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს შეხვდა. უსკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა დაათვალიერა და შესაძლებლობის ფარგლებში ტექნიკურ დახმარებას დაჰპირდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მოსამზადებელ ღონისძიებებს. განიხილეს საკითხები, რამაც ოლქებისა და უსკოს კოორდინირებული მუშაობა უნდა უზრუნველყოს. მათ შორის ოლქებში უსკოს წარმომადგენლის დანიშნვის საკითხიც. საუბარი იყო ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის უსკო დანამატებს გასცემს (თანამდებობრივი სარგოს ოდენობის  დანამატი). საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კანონპროექტი მზად არის და იგი უმაღლესმა საბჭომ უნდა განიხილოს.

   უსკოს მომდევნო შეხვედრა ხელვაჩაურისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016