აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

4 აგვისტოს სხდომა
04 აგვისტო 2016

  უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციის ახალი ლოგო დაამტკიცა. 4 აგვისტოს სხდომაზე უსკოს წევრებმა 2006 წელს მიღებული დადგენილება „ლოგოს დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოაცხადეს (დადგენილება N9) და ახალი ლოგო დაამტკიცეს.(განკარგულება N23 დანართი)

ლოგოს შეცვლა უსკოს ცნობადობის ამაღლების მიზნით გადაწყდა.

ახალი ლოგო  დიზაინის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითაა შექმნილი. ვიზუალი  გამოსაყენებლად მოქნილია, როგორც  სატელევიზიო ეთერისთვის ასევე პოლიგრაფიისთვის. მინიმალისტური სტილი მას ადვილად აღსაქმელს და დასამახსოვრებელს ხდის. იწვევს არჩევნების ასოციაციას. რაც შეეხება ფერს - ფირუზისფერი - ნაკლებად გვხვდება საქართველოში გავრცელებულ ლოგოებში, რაც მას ანიჭებს ინდივიდუალობას და მეტად იქცევს ყურადღებას.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016