აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს თავმჯდომარემ პ/გ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა
19 აგვისტო 2016

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 19 აგვისტოს განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 24 ივნისის N3 განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა. რეგისტრაციის ბათილად ცნობას საფუძვლად უდევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 16 აგვისტოს გამოცემული განკარგულება, რომლითაც „ცენტრისტების“ რეგისტრაცია გაუქმდა, ვინაიდან აღნიშნული განკარგულება იყო ერთერთი საფუძველი „ცენტრისტების“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრაციაში გატარებისას. პოლიტიკური გაერთიანების ცესკოს მიერ რეგისტრაციიდან მოხსნას წინ უძღოდა საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016