აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანის ვადა ამოიწურა
26 აგვისტო 2016

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანის ვადა ამოიწურა. კომისიას 5 სხვადასხვა ბლოკის შექმნის მიზნით ჯამში 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა.
1.„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ქმნიან ბლოკს შემდეგი სახელწოდებით - „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“;
2.„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ და „ნეიტრალური საქართველო“ - ბლოკის სახელწოდება „კვარაცხელია - სოციალისტური საქართველო“;
3.,,ახალი მემარჯვენეები," ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის," და ,,სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო" - საარჩევნო ბლოკის სახელწოდება - „ პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“;
4.„თოფაძე - მრეწველები“ და „ჩვენი სამშობლო“ - ბლოკის სახელწოდება „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო“;
5.,,სახალხო პარტია“ და „ჩვენები“ - ბლოკის სახელი - „ჩვენები - სახალხო პარტია“.
უსკოს შესაბამისი სამსახური კომისიის თავმჯდომარეს დასკვნას ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით ხვალ წარუდგენს. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადება და პარტიის წესდება) შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკს.
საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016