აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შეხვედრა "შშმ პირთა უფლებებისთვის" წარმომადგენელთან
15 ივლისი 2016

   უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის“  წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს  კენჭისყრის დღეს უბნების ადაპტირების აუცილებლობაზე, რათა შშმ პირებმა შეუფერხებლად შეძლონ ხმის მიცემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით შშმ პირებისთვის 3634 უბნიდან 1103 უბანია ხელმისაწვდომი.უმაღლესი საარჩევნო კომისია შეეცდება ცესკო-სთან თანაშრომლობით, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში მეტი უბანი მოაწყოს სტანდარტების შესაბამისად, რათა შშმ პირებმა სრულფასოვნად შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლების განხორციელება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016