აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

14 ივლისის სხდომის შედეგები
14 ივლისი 2016

 დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი 3 ოლქი განისაზღვრება. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილია 6 საარჩევნო ოლქი. აქედან, სამი მაჟორიტარული ოლქი შეიქმნა ცესკოს, ხოლო სამი საარჩევნო ოლქი - საქართველოს პარლამენტის მიერ. შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის ა.რ. კანონის თანახმად ამ დრომდე, უმაღლესი საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩაეტარებინა მხოლოდ ცესკოს მიერ შექმნილ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. დადგენილებას კომისიის 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კახა ჯაიანი.

 უსკომ დღესვე კენჭი უყარა კომისიის მდივნობის მსურველ კანდიდატებს. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი აირჩია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კომისიის მუდმივმოქმედი სამი წევრი დასახელდა. კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი 6 ხმით ზურაბ გოლიაძე გახდა. სოფიო კახაძემ 5 ხმა მიიღო, თორნიკე მჟავანაძემ კი 4. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის ასარჩევად უსკოს 7 წევრის ხმაა საჭირო.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა, 13 ხმით, გამოსცეს განკარგულება, რის საფუძველზეც საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზე და ხელმძღვანელ პირებზე გაიცემა დანამატი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, დღესვე რეგისტრაციაში გაატარა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია - „მშვიდობა,თანადგომა, სოლიდარობა.“

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016