2019-02-20 საიუბილეო კვირეული უსკოში 100 წლის წინ, 1919 წლის 14-16 თებერვალს დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები ბევრი ფაქტორის გამო იყო გამორჩეული: საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა ხმის მიცემის უფლებას აძლევდა ყველა მოქალაქეს, სქესისა და წარმომავლობის განურჩევლად. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს 5 ქალი, მაშინ როდესაც იმდროინდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. |
2019-02-07 არჩევნების საერთაშორისო დღე უსკოში 7 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით უსკოს ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციაში ღონისძიება გამართა. |
2018-12-29 28 დეკემბრის სხდომა 28 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპიბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა,რომელზეც კომისიამ განკარგულებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2019 წლის ხარჯთაღრიცხვა. |
2018-12-27 უსკო გილოცავთ დამდეგ 2019 წელს! |
2018-11-02 კონკურსი უსკოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის, ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის-საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის (1 ვაკანსია) შესავსებად, ცხადდება დახურული კონკურსი 2018 წლის 01 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. განცხადების მიღება განხორციელდება საჯარო სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის-www.hr.gov.ge-საშუალებით. |
2018-10-16 უსკოს პროექტის მესამე ეტაპი ქედის რაიონის სკოლებისათვის 12 ოქტომბერს, უსკოს საინფორმაციო – სასწავლო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ ქედის რაიონის სკოლებში გაგრძელდა. უსკოს ტრენერები ეწვივნენ ახოს პირველ საჯაროს, გეგელიძეების, ცხმორისისა და სოფელ ახოს საჯარო სკოლებს და მოსწავლეებს ესაუბრნენ არჩევნების სახეებისა და საქართველოს არჩევითი ორგანოების შესახებ, საარჩევნო პრინციპების, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ერთი ხმის მნიშვნელობის შესახებ. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა. |
2018-10-10 პროექტის მესამე ეტაპი 10 ოქტომბერს, უსკოს საინფორმაციო-სასწავლო პროექტის ,,ჩემი პირველი არჩევნები“ მესამე ეტაპი ქედის რაიონის სკოლებში განხორციელდა. უსკოს ტრენერები ეწვივნენ ქედის, ზვარეს, ქვედა მახუნცეთის, ვაიოს, წონიარისისა და დოლოგანის საჯარო სკოლებს, სადაც გამართეს შეხვედრები X-XI-XІІ კლასებთან და ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა არჩევნების სახეები და საქართველოს არჩევითი ორგანოები, საარჩევნო პრინციპები, საქართველოს არჩევნების მოკლე ისტორია, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ერთი ხმის მნიშვნელობა. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა. |
2018-10-04 სხდომა უსკოში 4 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. უსკოს აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, კანონის თანახმად განხორციელდა გარკვეული სახის ტექნიკური ცვლილებები, როგორც პროაქტიული გამოქვეყნების წესში, ასევე საჯარო რეესტრის ფორმებსა და საარჩევნო კომისიის ბლანკის ფორმებში და საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტების ბეჭდისა და შტამპის ფორმებში. შედეგად მიღებული იქნა დადგენილება:"საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ" |
2018-10-01 შეხვედრა IDEA-ს წარმომადგენელთან 29 სექტემბერს,აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დემოკრატიის და საარჩევნო ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA) წარმომადგენლის,ნანა კალანდაძისა და კომისიის თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას შეხვედრა შედგა. |
2018-08-30 განცხადება განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საყურადღებოდ! |
2018-08-27 27 აგვისტოს სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 27 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. კომისიამ დადგენილებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს საარჩევნო კომისიის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად ოთხი ახალი დეპარტამენტის შექმნას, რომლებიცაა: საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი (რომელშიც გაერთიანდა საარჩევნო პროცესების მართვის განყოფილება),იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი(რომელშიც გაერთიანდა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება),ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი(რომელშიც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური ურთიერთობის განყოფილებები გაერთიანდა) და საფინანსო საბიუჯეტო დეპარტამენტი. |
2018-06-08 საჯარო სკოლების მოსწავლეები უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 7 ივნისს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უსკოს ადმინისტრაციულ შენობაში იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები მოიწვია, რომლებმაც უსკოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო-სასწავლო პროექტში ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ მიიღეს მონაწილეობა და იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს უსკოს ტრენერებთან ერთად. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე X-XI კლასის 1000- მდე მოსწავლე იყო ჩართული ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის 39 საჯარო სკოლიდან. |
2018-06-01 სასწავლო პროექტის ,,ჩემი პირველი არჩევნები“ მეორე ეტაპის დასასრული დასრულდა უსკოს საინფორმაციო-სასწავლო პროექტის ,,ჩემი პირველი არჩევნები“ მეორე ეტაპი. შეხვედრები ხელვაჩაურის რაიონის 15 საჯარო სკოლაში განხორციელდა. ამ ეტაპისთვის სასწავლო პროექტმა უკვე აჭარის 39 საჯარო სკოლა მოიცვა, რომლის ფარგლებშიც X-XI კლასის 1000-მდე მოსწავლე გაეცნო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა არჩევნების სახეები და საქართველოს არჩევითი ორგანოები, საარჩევნო პრინციპები, საქართველოს არჩევნების მოკლე ისტორია, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ერთი ხმის მნიშვნელობა. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა. |
2018-05-23 დახურული კონკურსი უსკოში უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს დახურულ კონკურსს საარჩევნო პროცესების მართვის სამსახურის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. |
2018-05-18 პროექტი „ჩემი პირველი არჩევნები“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 10-17 მაისს საჯარო სკოლებში ჩატარდა ტრენინგების პირველი ეტაპი. |
2018-05-10 ,,ჩემი პირველი არჩევნების’’ პრეზენტაცია 10 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალი პროექტის, ,,ჩემი პირველი არჩევნების’’ პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ ბათუმის ІІІ საჯარო სკოლაში. შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. |
2018-05-04 სხდომა უსკოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 4 მაისის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა |
2018-05-02 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება 2018 წლის 2 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ დოკუმენტს უწყებების ხელმძღვანელებმა, პარმენ ჯალაღონიამ და ინგა შამილიშვილმა მოაწერეს ხელი. |
2018-04-26 ტრენინგი უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 23-25 აპრილს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა ახალი სასწავლო პროგრამა „ტრენერთა ტრენინგი“, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა. |
2018-03-06 ტრენინგი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის 26 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მონაწილეობა მიიღო სასწავლო პროგრამაში „ტრენერის პროფესიული უნარების განვითარება“, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“. |