აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
02 მაისი 2018

2018 წლის 2 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ დოკუმენტს უწყებების ხელმძღვანელებმა, პარმენ ჯალაღონიამ და ინგა შამილიშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია საარჩევნო კულტურის განვითარება, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობა, საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ახალგაზრდა თაობის ინფორმირება.

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის საფუძველზე, უსკოს მიერ  საჯარო სკოლების Х–XI-XII კლასებში ეტაპობრივად განხორციელდება საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016