აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

პროექტის მესამე ეტაპი
10 ოქტომბერი 2018

10 ოქტომბერს, უსკოს საინფორმაციო-სასწავლო პროექტის ,,ჩემი პირველი არჩევნები“ მესამე ეტაპი ქედის რაიონის სკოლებში განხორციელდა. უსკოს ტრენერები ეწვივნენ ქედის, ზვარეს, ქვედა მახუნცეთის, ვაიოს, წონიარისისა და დოლოგანის საჯარო სკოლებს, სადაც გამართეს შეხვედრები X-XI-XІІ კლასებთან და ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა არჩევნების სახეები და საქართველოს არჩევითი ორგანოები, საარჩევნო პრინციპები, საქართველოს არჩევნების მოკლე ისტორია, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ერთი ხმის მნიშვნელობა. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა.
პროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს არჩევნების პოპულარიზაციას, საარჩევნო კულტურის განვითარებასა და არჩევნების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016