აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

განცხადება
30 აგვისტო 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავჯდომარის 2018 წლის 19 ივლისის N 3 ბრძანების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №6 განკარგულების საფუძველზე, აპარატში წარმოიშვა კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის დეპარტამენტში მეორე რანგის განყოფილების უფროსის (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობები.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპირილის N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ კანონის 12-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის დეპარტამენტში მეორე რანგის განყოფილების უფროსის (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) თანამდებობებაზე გადაყვანის მსურველ აპარატის სტრუქტურული ერთეულის სამსახურის უფროსებს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მესამე რანგის პროფესიულ საჯარო მოხელეების, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანის მსურველ მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს, შეუძლიათ 2 სამუშაო დღის ვადაში წარადგინონ განაცხადები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე, საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (ეDოცუმენტ) საშუალებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016