აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საინფორმაციო შეხვედრა
21 თებერვალი 2019

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასში

 

1919 წლის 14-16 თებერვალს  დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.  საიუბილეო კვირეულის ფარგლებში  უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. 21 თებერვალს უსკოს წარმომადგენლები  ბათუმის სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასს ეწვივნენ. უსკოს მდივანმა, სოფიო კახაძემ საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გამართა X-XI  კლასის მოსწავლეებთან. ესაუბრა მათ საქართველოს პირველი არჩევნების მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, ასევე  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა არჩევნების სახეები და საქართველოს არჩევითი ორგანოები, საარჩევნო პრინციპები, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ერთი ხმის მნიშვნელობა და  ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის დიდ მნიშვნელობას საარჩევნო პროცესებში.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისია უკვე ერთი წელია ახორციელებს პროექტს ,,ჩემი პირველი არჩევნები’’, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის. პროექტის ფარგლებში უსკოს წარმომადგენლები სისტემატიურად ხვდებიან ახალგაზრდებს  საარჩევნო თემატიკაზე სასაუბროდ.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016