აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანის ვადა ამოიწურა
19 სექტემბერი 2020

საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანის ვადა ამოიწურა

 

18 სექტემბერს,  18:00 საათზე,  უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანის ვადა ამოიწურა.
დარეგისტრირებული პარტიებიდან საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისათვის უმაღლეს საარჩევნო კომისიას განცხადებით ორმა საარჩევნო სუბიექტმა მომართა: მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ და ,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია’’. უსკოს თავმჯდომარის განკარგულების (N30) საფუძველზე რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’.
2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 24 პოლიტიკური პარტია და 1 საარჩევნო ბლოკი.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, 2004 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში რეგისტრაციაში გატარდა 10 საარჩევნო სუბიექტი, 2008 წლისათვის - 6, 2012 წლისათვის - 7 პოლიტიკური პარტია, ხოლო 2016 წელს - 28 საარჩევნო სუბიექტი.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016