აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია პარტიული სიების წარდგენის შესახებ
09 სექტემბერი 2020

2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიული სიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი (კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 39, მუხლი 76²)

პარტიებმა უსკოში უნდა წარმოადგინონ:
პარტიული სია (სიახლე - საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი)
სააღრიცხვო ბარათი
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა (უსკომ განკარგულებით განსაზღვრა ორი სამედიცინო დაწესებულება, სადაც უნდა განხორციელდეს კანდიდატების შემოწმება:
ა) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი, მისამართი: ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის ქუჩა №102;
ბ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“. მისამართი: ქ. ბათუმი, ნ. ჯაყელის ქუჩა №44;
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.)
• სიახლე - უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა (რაც გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევას. ცნობას გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო )
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
ფოტოსურათი (3/4-ზე).
პარტიული სიისა და საარღიცხვო ბარათის ფორმები განთავსებულია უსკოს ვებ.გვერდზე www.usko.ge 

ასევე, შესაძლებელია აღნიშნული ფორმები მიიღოთ უსკოში.

საკონტაქტო ტელეფონი - 599 57 10 49

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016