აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

6 ოქტომბრის სხდომა
06 ოქტომბერი 2020

დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ოთხ საარჩევნო ოლქში სახელობითი კენჭისყრით უსკოს წარმომადგენლები აირჩია.
N-80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ხათუნა აბულაძე;
N-81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში - მანონი შავიშვილი;
N-82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიაში - დავით ზოსიძე;
N-83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ქეთი ჯიშკარიანი.
აჭარის ტერიტორიაზე არსებული თითოეული საარჩევნო ოლქისათვის უსკოს თითო წარმომადგენელი ეყოლება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ოლქებისა და უსკოს კოორდინირებულ მუშაობას.
დღესვე კომისიამ განკარგულებით დაამტკიცა საარჩევნო საბუთების სახეები 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის. (საარჩევნო ბიულეტენების და ოქმების ფორმები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებისათვის).

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016