აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საკანონმდებლო სიახლე
22 სექტემბერი 2020

უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების გავლისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის ვალდებულება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირებს დაეკისრება და უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები აღარ წარადგენენ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას წინასწარ.

2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიული სიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი („აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის მუხლი 39, მუხლი 76²)
პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა ხელმძღვანელი პირის ხელმოწერილი განცხადებით უნდა მომართოს უსკოს თავმჯდომარეს. პარტიულ სიას უნდა ერთვოდეს:
1. სააღრიცხვო ბარათი - თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი;
2. უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა (რაც გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევას. ცნობას გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო);
3. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
4. ფოტოსურათი (3/4-ზე).
სიახლე - საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
მაჟორიტარი კანდიტატის შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათი, პირადობის მოწმობის ქსეროასლი და ფოტოსურათი (3/4-ზე) წარმოდგენილი უნდა იქნას ორ ეგზემპლარად.
პარტიული სიისა და სააღრიცხვო ბარათის ფორმები განთავსებულია უსკოს ვებ-გვერდზე www.usko.ge 

ასევე, შესაძლებელია აღნიშნული ფორმები მიიღოთ უსკოში.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016