აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის განაცხადების წარდგენა დასრულდა
05 სექტემბერი 2020

2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის უსკოში განაცხადების წარდგენის პროცესი დასრულდა. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 20-მა პარტიამ გაიარა, 6 პარტიის დოკუმენტაცია კი ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. რეგისტრაციის პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება. 

4 სექტემბერს დასრულდა ასევე საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საინიციატივო ჯგუფების მიმართვის ვადა. არც ერთ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფების მიერ განცხადების წარდგენა არ განხორციელებულა.
რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკი, რომლის რეგისტრაციისათვის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 43-ე დღისა (18 სექტემბრამდე) უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინონ განცხადება ბლოკის რეგისტრაციის შესახებ.
1 ოქტომბრისათვის (ბოლო ვადა) პოლიტიკურმა სუბიექტებმა უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინონ პარტიული სიები, რომლის შემდგომაც იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა).

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016