აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

1 ოქტომბრის სხდომა
01 ოქტომბერი 2020

დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სახელობითი კენჭისყრით უსკოს წარმომადგენლები მხოლოდ ორ საარჩევნო ოლქში აირჩია.( N-79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში - პაატა კეშელავა, ხოლო N-84 ხულოს საარჩევნო კომისიაში მალხაზ ჯორბენაძე). კომისიის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა უსკოს 2020 წლის 25 სექტემბრის N-27 განკარგულებაში, რის შედეგადაც უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ხელახალი კონკურსი გამოაცხადა N-81 ქობულეთის, N-80 ქედის, N82 შუახევის და N-83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქებში უსკოს წარმომადგენლების ასარჩევად. მსურველებმა უსკოს უნდა მომართონ 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით. განცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც უსკოს ოფიციალური ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@sec.ge 

დღესვე კომისიამ განკარგულებით რეგისტრაციაში გაატარა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი’’. ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაციისათვის სათანადო განცხადებით უნდა მომართონ უმაღლეს საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ( 21 ოქტომბერი).

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016