აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ წარმომადგენლების არჩევის წესი განსაზღვრა
25 სექტემბერი 2020

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით განსაზღვრა 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უსკოს წარმომადგენლების არჩევის წესი და უფლებამოსილებები. მათ უსკოს სხდომაზე აირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. აჭარის ტერიტორიაზე არსებული თითოეული საარჩევნო ოლქისათვის უსკოს თითო წარმომადგენელი ეყოლება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ოლქებისა და უსკოს კოორდინირებულ მუშაობას, მათ შორის, კენჭისყრის დღეს შემაჯამებელი ოქმების უსკოსთვის ოპერატიულად მიწოდებას. 

დღესვე კომისიამ განკარგულებით რეგისტრაციაში გაატარა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ,,მშვიდობა, თანადგომა, სოლიდარობა’’. ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაციისათვის სათანადო განცხადებით უნდა მომართონ უმაღლეს საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ( 21 ოქტომბერი).

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016