აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა
20 სექტემბერი 2020

20 სექტემბრის სხდომაზე, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა, რაც საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე 30 დღით ადრე (1 ოქტომბერი) განისაზღვრება (მუხლი 38¹). ვინაიდან ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, უსკომ დადგენილებით განსაზღვრა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესი და ვადები. 19 სექტემბერს ცესკომ წილისყრით განსაზღვრა რიგითი ნომრები საარჩევნო სუბიექტებისათვის. დღევანდელ სხდომაზე კი უსკომ მიიღო განკარგულება რიგითი ნომრების მინიჭების შესახებ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის და საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც უმაღლესი საბჭოს არჩევნების პარალელურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, მიენიჭათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მათ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიანიჭა. უსკოს მიერ დადგენილი წესით მიენიჭა რიგითი ნომერი N-61 პარტია ,,სახე+’’ ,რადგანაც ის მხოლოდ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს. მას რიგითი ნომერი მიენიჭა ცესკოს მიერ მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო ზრდადი რიცხვიდან. 

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები:
№2 - ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის;
№3 -ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა;
№4 - დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ;
№5 - საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“;
№7 - თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
№8 - დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
№10 - შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
№14 - ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი;
№17 - ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო;
№19 - ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი;
№20 - საქართველო;
№21 - თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია);
№24 - ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები;
№26 - ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის“;
№27 - გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი;
№31 - თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა;
№34 - სოციალური სამართლიანობისათვის;
№36 - გირჩი;
№41- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;
№44 - ქართული იდეა;
№47 - ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია;
№52 - სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი;
№55 - ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა;
№56 - ლელო-მამუკა ხაზარაძე;
№61- ბაგრატიონი - სახე+.

დღევანდელ სხდომაზე ასევე კომისიამ მიიღო განკარგულება  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საარჩევნო პერიოდში უმაღლეს საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ’’.

უსკოს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 26 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. აქედან 2 პოლიტიკური პარტია 1 საარჩევნო ბლოკშია გაერთიანებული, 24 კი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016