აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2020-10-31
20:00 საათის შემაჯამებელი ბრიფინგი
31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა უკვე დასრულდა. აჭარის სამი მაჟორიტარული ოლქის 373-ვე უბანზე დაწყებულია ხმის დათვლის პროცედურა. საკუთარი არჩევანი განახორციელა საარჩევნო უბანზე მისულმა 186 182 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 314 889 ამომრჩევლის 59,12% პროცენტს წარმოადგენს

2020-10-31
აქტივობა 17 საათის მდგომარეობით
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, 17 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 46,39%, რაც რაოდენობრივად 146 085 ამომრჩეველია.

2020-10-31
აქტივობა 15 საათის მდგომარეობით
15 საათისათვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 35,97%, რაც რაოდენობრივად 113 269 ამომრჩეველია. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მონაცემს 15 საათისთვის, 2016 წლის აქტივობა შეადგენდა- 35,32 %, რაც რაოდენობრივად არის 108 983 ამომრჩეველი.

2020-10-31
31 ოქტომბერი არჩევნების დღეა
დღეს საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. რეგიონის ამომრჩეველი უმაღლესი საბჭოს 21 წევრს აირჩევს, 18 - პროპორციული სისტემით, ხოლო 3 - მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ, უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ყველა საარჩევნო უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა, ჩატარდა წილისყრის პროცედურები და 8 საათიდან დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა.

2020-10-30
31 ოქტომბერი - საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი
31 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.

2020-10-29
უსკოში 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის დამკვირვებელთა სიის წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლის სტატუსით უსკოში რეგისტრირებულია 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.

2020-10-28
აჭარაში 314 889 ამომრჩეველია
2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის აჭარაში 314 889 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა.

2020-10-27
უსკოს საინფორმაციო აქცია
31 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. აჭარაში, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი 4 სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის, ხოლო ცისფერი და ვარდისფერი - საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის

2020-10-26
25 ოქტომბრის სხდომა
გუშინდელ სხდომაზე უსკომ დადგენილებით განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე მათ შორის კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.

2020-10-24
ვებინარი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
23 ოქტომბერს, უსკოს ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსმა, რუსუდან ანანიაშვილმა საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ვებინარი გამართა.

2020-10-21
უსკომ ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა.

2020-10-20
უსკოს სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა ჯგუფი შექმნეს.

2020-10-19
19 ოქტომბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უსკომ განკარგულებებით დაადგინა ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახეები და ბიულეტენების ტექსტი, ასევე მიიღო განკარგულება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახის დადგენის შესახებ

2020-10-16
საარჩევნო ჟურნალი N2
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ მეორე ნომერი.

2020-10-09
პარტიული სიების რეგისტრაცია დასრულდა
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესი

2020-10-08
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარდგენილი/რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა კანდიდატები შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში წარადგინეს

2020-10-06
6 ოქტომბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ოთხ საარჩევნო ოლქში სახელობითი კენჭისყრით უსკოს წარმომადგენლები აირჩია.

2020-10-03
ვებინარი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის
3 ოქტომბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა ვებინარი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის. ის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროექტის უფროსმა ოფიცერმა ნინო დოლიძემ გახსნეს

2020-10-02
პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა
2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა.

2020-10-01
1 ოქტომბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სახელობითი კენჭისყრით უსკოს წარმომადგენლები მხოლოდ ორ საარჩევნო ოლქში აირჩია. (N-79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში - პაატა კეშელავა, ხოლო N-84 ხულოს საარჩევნო კომისიაში მალხაზ ჯორბენაძე).

3/22 «პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016