აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2021-11-01
ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის
ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის „ჩემი ხმა დემოკრატიაში“ ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია იწვევენ 18 - 25 წლის ასაკის ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ ესსეების კონკურსში, თემაზე - „ჩემი ხმა დემოკრატიაში“.

2021-10-20
საარჩევნო ჟურნალი N6
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში’’ თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ მეექვსე ნომერი

2021-09-12
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვიზიტი უსკოში
11 სექტემბერს, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ცესკოს წევრებთან ერთად უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა.

2021-08-16

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის, ირაკლი გვარამიას გარდაცვალების გამო. უსკო უსამძიმრებს ირაკლი გვარამიას ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.

2021-07-06
6 ივლისის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უსკოს მდივანის კანდიდატურას უყარა კენჭი. კანონის თანახმად, უსკოს მდივნის ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, კომისია ირჩევს უსკოს მდივანს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2021-07-01
უსკომ წიგნის ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ (1888-2016) და საარჩევნო ჟურნალის პრეზენტაცია გამართა
1 ივლისს, სასტუმრო ,,რედისონში’’ უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ წიგნის ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ (1888-2016) და ჟურნალის ,,არჩევნები და დემოკრატია’’ პრეზენტაცია გამართა. ასევე გაიმართა ფოტო - გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო აჭარის არჩევნების სხვადასხვა პერიოდის ამსახველი საარქივო ფოტო-მასალა. ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ ბათუმის ქალაქის თვითმმართველობის 1888 წლის არჩევნებიდან 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აჭარის რეგიონში არჩევნების ისტორია 1988 წლიდან იღებს სათავეს, სწორედ 133 წლის წინ გაიმართა ბათუმის ქალაქის საბჭოს ხმოსნების პირველი არჩევნები. აღნიშნულ გამოცემაში წარმოდგენილია, როგორც ბათუმის საქალაქო არჩევნების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შესახებ მასალები, თითოეული არჩევნების შესახებ მოკლე ისტორია, არჩევნების შედეგები და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სხვა მრავალი ინფორმაცია.

2021-03-30
საარჩევნო ჟურნალი N4
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში’’ თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ მეოთხე ნომერი.

2021-03-18
უსკოს ანგარიში
18 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე უსკოს თავმჯდომარემ - პარმენ ჯალაღონიამ წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ.

2021-02-04
უსკო გილოცავთ არჩევნების საერთაშორისო დღეს !
არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. მისი ინიცირება მოხდა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (AჩEEEO) მიერ 2005 წლის სექტემბერში უნგრეთში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა - არჩევნების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა და საარჩევნო მოხელეებმა წამოაყენეს ინიციატივა დაეწესებინათ ყოველწლიური თარიღი, რომელიც მიეძღვნებოდა არჩევნებს.

2020-12-28
28 დეკემბრის სხდომა
28 დეკემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და განკარგულებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2021 წლის ხარჯთაღრიცხვა. დღესვე კომისიამ მიიღო განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2021-2022 წლების სტრატეგიისა და 2021 წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;

2020-12-15
უსკოს თავმჯდომარემ მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები წარადგინა. პარმენ ჯალაღონიამ ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის თავმჯდომარეობისთვის საკანონმდებლო ორგანოს უხუცესი წევრი დავით თედორაძე მიიწვია, რომელიც სხდომას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა.

2020-12-04
უსკომ 2020 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) დღეს გამართულ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

2020-11-22
წინასწარი შედეგები შემაჯამებელი ოქმების მიხედვით
დასრულდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა უსკოს ვებ - გვერდზე. უკვე დათვლილია 300 საარჩევნო უბნის შედეგები აჭარის ორი მაჟორიტარული ოლქისათვის. გთავაზობთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ოლქების მიხედვით.

2020-11-21
კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ბრიფინგი
20:00 საათზე დასრულდა კენჭისყრის პროცედურა და დაიხურა 300-ვე საარჩევნო უბანი აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში. საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩევლთა აქტივობის შესახებ 20 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონში ორი მაჟორიტარული ოლქისათვის:

2020-11-21
ბრიფინგი 9:00 საათზე
21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 28-ე ბათუმისა და 30 -ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელს - აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

2020-11-20
21 ნოემბერი - უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური
21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება

2020-11-20
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურისთვის
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. გარდა ამისა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

2020-11-19
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის დანიშვნის შესახებ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ და 2020 წლის 20 ნოემბრის 13:00 საათისთვის საჩივრის განხილვის დანიშვნის შესახებ

2020-11-19
ინფორმაცია მეორე ტურის შესახებ
2020 წლის 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

2020-11-19
ინფორმაცია სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლებისათვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურისთვის აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში (N28, N30) სპეციალურ სიაში 1454 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს.

2/22 «პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016