აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

14 ივნისი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
14 ივნისი 2024

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მონაწილეობა მიიღო ფორუმში, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ  ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”.
ფორუმი  ,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, პროექტის - ,,2024 წლის არჩევნებისთვის, წინასაარჩევნო პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინების მხარდაჭერის" ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრმა ციალა შავაძემ 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ გამართა პრეზენტაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხმის მიცემის ახალი წესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის ბოლოს ფორუმის მონაწილეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა, რომელზეც ჯგუფის წევრებმა პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016