აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

Untitled Document
ინფორმაცია - 2004

  
2004 წლის 20 ივნისს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 158421
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა -120025
ბათილ ბიულეტენთა რაოდენობა  -    4369
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი N79/2 ბათუმის საარჩევნო ოლქის N29 საარჩევნო უბანი (ამომრჩეველთა რაოდენობა 271) და N82/9 შუახევის საარჩევნო ოლქის N26 ჩირუხის საარჩევნო უბანი (ამომრჩეველთა რაოდენობა 250).
არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართა 12-მა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. ყველა მათგანმა გაიარა რეგისტრაცია. ამათგან სამი საარჩევნო სუბიექტი გაერთიანდა საარჩევნო ბლოკში - ,,ძლიერი აჭარა – ერთიანი საქართველოსთვის". არჩევნებამდე ორი დღით ადრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ,,საქართველოს მწვანეთა პარტიამ". ამდენად პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობდა ცხრა საარჩევნო სუბიექტი. კერძოდ:
1. საქართველოს რესპუბლიკური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა სახელით  ,,ბერძენიშვილი რესპუბლიკელები";
2. საქართველოს ახალი კომუნისტური პარტია;
3. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
4. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია;
5. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა სახელით  ,,სააკაშვილი-გამარჯვებული აჭარა";
6. საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია;
7. ბლოკი  ,,ძლიერი აჭარა-ერთიანი საქართველოსათვის", რომელშიც გაერთიანებულნი არიან:
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი;
- ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია
.

8. მერაბ კოსტავას საზოგადოება;
9. დემოკრატიული სიმართლის პარტია. 
 
 
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის მე-3 მუხლის ,,ბ" პუნქტის თანახმად არჩეულ იქნა უმაღლესი საბჭოს  18 წევრი პროპორციული სისტემით და 12 წევრი მაჟორიტარული  სისტემით.
პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნებში მონაწილეობდა  265 უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. მაჟორიტარული სისტემით კი - 129 უმაღლესი საბჭოს წევრობის  კანდიდატი, მათ შორის 54 ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ იყო წარდგენილი. 
  
 არჩევნებში მონაწილეთა 7%-იანი ბარიერი გადალახა ორმა საარჩევნო სუბიექტმა:
 1. სააკაშვილი-გამარჯვებული აჭარა    -        72,01%  (86428 ხმა)
 2. ბერძენიშვილი რესპუბლიკელები     -        13,51%    (16216 ხმა)

დანარჩენმა საარჩევნო სუბიექტებმა გაინაწილეს ხმათა შემდეგი რაოდენობა:

საქართველოს ახალი კომუნისტური პარტია                0,74%
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს                         5,02%
ლეიბორისტული (შრომის პარტია)                                   1,26%
საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია            0,92%
ბლოკი ,,ძლიერი აჭარა ერთიანი საქართველოსათვის'' 1,04%
მერაბ კოსტავას საზოგადოება                                          0,51%
დემოკრატიული სიმართლის პარტია                            4,0% 
 
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 18 მანდატი გადანაწილდა შემდეგნაირად:
16 მანდატი მოიპოვა სააკაშვილი-გამარჯვებულმა აჭარამ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);

პროპორციული სისტემით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული არიან :
 1ავალიანი ომარი
 2.  ზაქარაძე ლალი 
 3.  ზამბახიძე პეტრე
 4.  კალანდაძე მალხაზი
 5.  მახარაძე მიხეილი
 6.  მიქელაძე კახაბერი
 7.  მიქელაძე ოთარი
 8.  სამნიძე ხათუნა 
 9.  სიორიძე მალხაზი

10. სუქნიშვილი მირზა
11. სურგულაძე კახაბერი
12. ქათამაძე სოსო
13. ქიძინიძე მერაბი 
14. ხაბაზი კობა
15. ხერხეულიძე ეკატერინე 
16. ჩხეიძე ლეილა
 

2 მანდატი მიიღო ბერძენიშვილი რესპუბლიკელებმა (საქართველოს რესპუბლიკური პარტია).
1. დუმბაძე მურმანი - ბერძენიშვილი რესპუბლიკელები (საქართველოს რესპუბლიკური პარტია)
2. მასალკინი გიორგი - ბერძენიშვილი რესპუბლიკელები (საქართველოს რესპუბლიკური პარტია)
მაჟორიტარული სისტემით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული თორმეტივე მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ:
 
1. ბათუმის 79/1 საარჩევნო ოლქი - ბაციკაძე დავითი
2. ბათუმის 79/2 საარჩევნო ოლქი - მიქელაძე ნაზი
3. ქობულეთის 81/3 საარჩევნო ოლქი - ბეჟანიძე ავთანდილი
4. ქობულეთის 81/4 საარჩევნო ოლქი - კონცელიძე თემური
5. ხელვაჩაურის 83/5 საარჩევნო ოლქი - ბერიძე ნადიმი
6. ხელვაჩაურის 83/6 საარჩევნო ოლქი - თედორაძე ლეონი
7. ქედის 80/7 საარჩევნო ოლქი - მიქელაძე ზურაბი
8. ქედის 80/8 საარჩევნო ოლქი - მახარაძე მიხეილი
9.  შუახევის 82/9 საარჩევნო ოლქი - ნიჟარაძე როინი
10. შუახევის 82/10 საარჩევნო ოლქი - ხიმშიაშვილი იოსები
11. ხულოს 84/11 საარჩევნო ოლქი - თავართქილაძე რაული 
12. ხულოს 84/12 საარჩევნო ოლქი - გობაძე ბეჟანი
  
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016