აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

Untitled Document
წევრები

parmen_jalagonia.jpgპარმენ ჯალაღონია

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

პარმენ ჯალაღონია დაიბადა 1975 წლის 23 მარტს გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

1999-2004 წ.წ. იყო საქართველოს პოლიტიკური აკადემიის ბათუმის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული კათედრის მასწავლებელი;
2000-2004  -  ბათუმის აკადემიური გიმნაზიის საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების მასწავლებლი;
2000-2004  -  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი;
2004-2006 - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული კათედრის მასწავლებელი;
2005-2007  -   ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;
2007-2009 - აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის სამეგრელო-ზემო სვანეთში ხელმძღვანელის რწმუნებული ბათუმში;
2009-2010  - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროგრამების კოორდინატორი;
2010-2012  - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე;

2012-2014  - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

2014-2016  -  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

2016 წლის ივლისიდან  -  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

დამატებითი გამოცდილება:

2003 წ.- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის მიერ განხორციელებული პროექტი "საზოგადოება და ინფორმაციის თავისუფლება"- იურისტი.
2001-2002 - საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ განხორციელებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანერგვისა და პოპულარიზაციის პროგრამა, იურისტ-კონსულტანტი;
2000-2001  - ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო"-ს მიერ განხორციელებული "განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მენეჯმენტის" პროგრამის ტრენერი;
2006-2008  - ქ.ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არსებული საზოგადოებრივი კონტროლის (მონიტორინგის)კომისიის წევრი;
"საერთაშორისო განათლების ცენტრი"-ს მიერ სერტიფიცირებული ტრენერი. (სკოლის მართვა და სისტემური განვითარება);
2005 წელი - ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტი "უფლებადაცული მოქალაქეების" დირექტორი;
2005-2007  - ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი "გაუმჯობესებული სამართალდამცავი სისტემა და უფლებადაცული მოქალაქეების"  დირექტორი;
2010 - აშშ განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "მედია დემოკრატიული არჩევნების მხარდასაჭერად", დირექტორი.
2010 - 2011 წ.წ - ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი "სიტყვის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა აჭარაში", პროექტის კოორდინატორი;
1999, 2003, 2004 წლების საქართველოს პარლამენტის, 2000, 2004 წლების საქართველოს პრეზიდენტის, 2002, 2006, 2010 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის, 2004 წლის აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს და 2012 წლის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დამკვირვებელი ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში.

საკონტაქტო ტელეფონი: (422) 271050. 591 01 01 02
ელ.ფოსტა: parmen.jalagonia@gmail.com

 

 

IMG_9781.JPGნოდარ მელაძე

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნოდარ მელაძე დაიბადა 1958 წლის 12 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში. 1987 წელს დაამთავრა ლვოვის სავაჭრო ეკონომიკური ინსტიტუტი, საქონელმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

1980-1986  - ხულოს კოოპერატივის საქონელმცოდნე;
1986-1987 -  ხულოს უნივერმაღის დირექტორი;
1987-1989  - ხულოს კოოპერატივის სამრეწველო საქონელმცოდნე.
1989-1994  - დიდაჭარის მომხმარებელთა საზოგადოების თავმჯდომარე;
1994-1999  - ხულოს კოოპერატივის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
2001-2005  - ხულოს რაიონის გამგებლის თანაშემწე;
2006-2010  - N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი;
2010- 2020 წლის 27 აგვისტომდე -  N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

2020 წლის 27 აგვისტოდან -უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე; 
არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების, რეფორმების და სწავლების ცენტრის ტრენერი საარჩევნო საკითხებში.

საკონტაქტო ტელეფონი: 577 94 41 64
ელ. ფოსტა:meladzenodar58@gmail.com

 

 

 

sopio_1.jpgსოფიო კახაძე
უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანი

სოფიო კახაძე დაიბადა 1966 წლის 26 დეკემბერს ქალაქ ბათუმში.
1992-1997 წ.წ. - დაამთავრა ბათუმის დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ინსტიტუტი.

სამუშაო გამოცდილება:
1996 -1998 წ.წ. - მუშაობდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის სპეციალისტად, პროფესორ ვასილ კიკნაძის ასისტენტად;
2002-2003 წ.წ. - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე რეჟისურის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორ მანანა ანასაშვილის ასისტენტი;
2003-2004 წ.წ. - აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამის ჟურნალისტი;
2008 წელს - N81 საარჩევნო ოლქში კომისიის წევრი;
2015-2016 წ.წ. - ა(ა)იპ "ბათუმის კულტურის ცენტრი", ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

2016 წლის ივლისიდან არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანი.

საკონტაქტო ტელეფონი:577 94 14 93
ელ-ფოსტა:    skakhadze1966@gmail.com 

 

tariel_gogitidze.jpgტარიელ გოგიტიძე

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი

ტარიელ გოგიტიძე დაიბადა 1974 წლის 27 აგვისტოს. 1996 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

2018 წლის აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრამდე - კომისიის წევრი ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში;
2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე - ადმინისტრაციული თანაშემწე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში;
2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის ნოემბრამდე -კრედიტ ოფიცერი, შპს ,,საკრედიტო ბიურო’’;
1996 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის აპრილამდე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცვლის უფროსი;
1994 წლის სექტემბრიდან 1996 წლის აგვისტომდე - ბათუმის ცენტრალური ბაზრის იურისტი;
2020 წლის 4 მარტიდან არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი.

ჰყავს მეუღლე და შვილი.
საკონტაქტო ტელეფონი: 514 938 787
ელ.ფოსტა: tarielgogitidze11@gmail.com

 

gvarjaladze_irakli.jpgირაკლი გვარჯალაძე

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი

ირაკლი გვარჯალაძე დაიბადა 1976 წლის 28 სექტემბერს  ქ. თბილისში. 2001 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ისტორიის ფაკულტეტი.

 

სამუშაო გამოცდილება

2012-2014 - ქალაქ ბათუმის მერია, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახური.  თანამდებობა: სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
2014 წელი -  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.  თანამდებობა - სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
2015-2016 -  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია;მერიის აპარატის სამსახური, მერიის აპარატის ინფრასტრუქტურის განყოფილება. უფროსი სპეციალისტი;
2017 წელი - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის’’ შესყიდვების კოორდინატორი;
2019 -2020  -  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,ბოტანიკური ბაღის“ სამეურნეო განყოფილების კურატორი.

 საარჩევნო გამოცდილება

2004 წელი - 2004 წლის 28 მარტის განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები, ქ.ბათუმის 36 -ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი.
2004 წელი - 2004 წლის 20 ივნისის აჭარის ავტონოიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ბათუმის 36-ე საარჩევნო უბნის მდივანი; 
2005 წელი - 2005 წლის 1 ოქტომბრის ხელახალი შუალედური მაჟორიტარული არჩევნები,  ბათუმის 28-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილე;
2006 წელი - 2006 წლის 5 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი ხელვაჩაურის № 83 საარჩევნო ოლქში; 
2007-2008 წ.წ. - 2008 წლის 5 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები. საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი ხელვაჩაურის № 83 საარჩევნო ოლქში; 
2008 წელი - 2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი ხელვაჩაურის № 83 საარჩევნო ოლქში; 
2008 წელი - 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის ავტონოიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი ქ.ბათუმის №79 საარჩევნო ოლქში;
2008 წელი - 2008 წლის აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განმეორებითი 16 ნოემბრის პროპორციული და 14 დეკემბრის მაჟორიტარული არჩევნები ხელვაჩაურში,ხელვაჩაურის №1 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე;
2010 წელი - 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნები.  ბათუმის № 79 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი ,ასევე ქ.ბათუმის №79 საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი.
2012 წელი - 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს არჩევნები.  ბათუმის № 79 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, ასევე ქ. ბათუმის №79 საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი.
2013 წელი - 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. ბათუმის №79 საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი;
2014 წელი - 2014 წლის თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნები.  ბათუმის №79 საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი;
2016 წელი - 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს არჩევნები.  .ბათუმის № 79 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, ასევე ქ.ბათუმის №79 საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი;
2017 წელი - 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნები. ბათუმის № 79 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი ,ასევე ქ.ბათუმის №79 საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი;
2018 წელი - 2018 წლის ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები - ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, ასევე ბათუმის №79 საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი.
2019 წელი - 2019 წლის ხულოს თვითმმართველობის ორგანოს მერის არჩევნები. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ხულოს მუნიციპალიტეტში.

2020 წლის 27 აგვისტოდან არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი.

სერტიფიკატები

2006-2008 წწ (ცესკო/UNDP/IFFES/USAID) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგის პროგრამა-ტრენერთა ტრენინგი, საარჩევნო ადმიმისტრაციის მოხელეთა ტრენინგისთვის;
2009 და 2012 წწ (bridge)- გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, პროექტი ,,დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სამართლიანი საარჩევნო პროცესებისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობისათვის’’ ( საერთაშორისო სერტიფიკატი);
2005, 2011, 2016, 2019 წწ (ცესკო)-  საქარველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

საკონტაქტო ტელეფონი: 577-27-26-51;558-30-31-13.

ელ.ფოსტა: igvarjaladze@yahoo.com; i.gvarjaladze9301@gmail.com  

 

118692688_880573845802228_6045927803499218399_n.jpg

მარიამ გუგუნავა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი

მარიამ გუგუნავა დაიბადა 1995 წლის 23 მაისს,ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ.ქობულეთში.

2018 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი,სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2019 წლიდან დღემდე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი.

სამუშაო გამოცდილება:

2014 წელი  - პრობლემური სესხის მართვის სპეციალისტი, შ.პ.ს "მედიატორი";

2015 - 2016 წ.წ. - იურისტ-კონსულტანტი, კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი;

2018 წელი - იურისტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში.

2020 წლის 27 აგვისტოდან არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი.

საკონტაქტო ტელეფონი:555 28 46 30

ელ.ფოსტა:mariamigugunava1@gmail.com

 

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საარჩევნო ჟურნალი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო რუკა
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
ცენტრალური საარჩევნო კომისია


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016