აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

28 დეკემბრის სხდომა
28 დეკემბერი 2020

28 დეკემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და განკარგულებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2021 წლის ხარჯთაღრიცხვა. დღესვე კომისიამ მიიღო განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2021-2022 წლების სტრატეგიისა და 2021 წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. 2020 წელს COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ უსკოს სამოქმედო გეგმაში გარკვეული ცვლილებების შეტანა განაპირობა. ქვეყანაში არსებული რეალობის და საჭიროებების გათვალისწინებით უსკომ ორწლიანი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმით განსაზღვრა საარჩევნო ადმინისტრაციის პრიორიტეტები 2021-2022 წლებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციას, უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს.
დოკუმენტი მოამზადა უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალურ ჯგუფთან ერთად, რომელიც სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შეიქმნა. განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტები:
სტრატეგიული პრიორიტეტი N-1: ინსტიტუციური გაძლიერება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სანდოობისა და ცნობადობის ზრდა, ადამიანური რესურსების განვითარება და მისი ეფექტიანი მართვა;
სტრატეგიული პრიორიტეტი N-2: რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ამომრჩეველთა ინფორმირება. უსკოს საქმიანობის გამჭვირვალობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დონის ამაღლება, ამომრჩეველთა აქტივობის ზრდა,  სასწავლო- საინფორმაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელება.
საარჩევნო ადმინისტრაციის 2021-2022 წლების სტრატეგიული გეგმის საფუძველზე შემუშავდა 2021 წლის სამოქმედო გეგმა,რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას.
დღესვე უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინიციატივით გამოიცა. წიგნის ავტორია ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. სახელმძღვანელოში მოცემულია აჭარის არჩევნების 130 წლიანი ისტორია. საარქივო მასალებზე დაყრდნობით ქრონოლოგიურად არის განხილული რეგიონში ჩატარებული არჩევნების თავისებურებანი და განხორციელებული ცვლილებები. „არჩევნების ისტორია აჭარაში“ არის გამოცემა, სადაც 1888 წლიდან დღემდე აჭარის რეგიონში ჩატარებული არჩევნების ისტორიაა თავმოყრილი. უსკო შემდგომში წიგნის ფართო საზოგადოებისათვის წარდგენას გეგმავს.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016