აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ბრიფინგი
21 ნოემბერი 2020

20:00 საათზე დასრულდა კენჭისყრის პროცედურა და დაიხურა 300-ვე საარჩევნო უბანი აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში. საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩევლთა აქტივობის შესახებ 20 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონში ორი მაჟორიტარული ოლქისათვის:
N 28 ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მონაწილობა მიიღო 35 852 ამომრჩეველმა, რაც 24,35 % შეადგენს.
N 30 მაჟორიტარულ ოლქში მონაწილობა მიიღო 37 981 ამომრჩეველმა, რაც 39,28 % -ს შეადგენს. ჯამში: 73 833 ამომრჩეველი, 30,27%
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში- 52,08 %;
ხოლო ყველაზე მცირე - ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში - 24%.
21 ნოემბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 73 833 - მა ამომრჩეველმა, რაც ორი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 243 892 -ის 30,27% წარმოადგენს.
კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება უსკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება უსკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული შედეგების ბმულზე.  უსკო ოქმების ატვირთვას ვებ გვერდზე დაახლოებით 22:00 საათიდან დაიწყებს.
უმაღლესი საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, (10 დეკემბრამდე) თავის სხდომაზე შეაჯამებს უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს და შეადგენს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საარჩევნო ჟურნალი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო რუკა
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
ცენტრალური საარჩევნო კომისია


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016