აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

რეგისტრაცია გაუუქმდა 5 საარჩევნო სუბიექტს
09 სექტემბერი 2016

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 9 სექტემბრის N43, N44, N45, N46 და N47 განკარგულებით („აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის და 73-ემუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე), საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებულ 5 საარჩევნო სუბიექტს. ესენია:
1.„საქართველო;“
2.„კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი;“
3.„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი;“
4.„სახალხო ხელისუფლება;“
5.„კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო.“
აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტებმა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა) არ წარმოადგინეს პარტიული სია, რამაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად გამოიწვია პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016