აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

2 სექტემბრის სხდომის შედეგები
02 სექტემბერი 2016

  2 სექტემბრის სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა ორ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.ცვლილება შევიდა ღონისძიებათა გრაფიკში,(განკარგულება N32) ასევე დარეგისტრირდა ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დამკვირვებლის სტატუსით. (განკარგულება N31)
ამ ეტაპზე უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 3 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები არიან რეგისტრირებული.
ადგილობრივი: 1.ა.(ა).ი.პ. "მშვიდობა,თანადგომა,სოლიდარობა," 2.ა.(ა).ი.პ.საქართველო „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი,“ 3.ა.(ა).ი.პ ,,რეგიონალური კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი.“ საერთაშორისო:1. "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) დამკვირვებლები.
შეიცვალა რამდენიმე პროცედურული საკითხი ღონისძიებათა გრაფიკში, რაც „აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მსგავსად აჭარაში მეორე ტურის დანიშნვის ვადა 14-დან 25 დღემდე გაიზარდა, ასევე დაზუსტდა საოლქო და საუბნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმის უსკოსთვის მიწოდებასთან დაკავშირებული ჩანაწერი.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016