28 დეკემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და განკარგულებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2021 წლის ხარჯთაღრიცხვა. დღესვე კომისიამ მიიღო განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2021-2022 წლების სტრატეგიისა და 2021 წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები წარადგინა. პარმენ ჯალაღონიამ ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის თავმჯდომარეობისთვის საკანონმდებლო ორგანოს უხუცესი წევრი დავით თედორაძე მიიწვია, რომელიც სხდომას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა.