აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია


ქარ / ENG
 Untitled Document

Untitled Document
მედიის წარმომადგენლების აკრედიტაცია - 2012



 (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 44,
აჭარის არ კანონი არჩევნების შესახებ, მუხლი 50)

საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.

•    რამდენიმე საარჩევნო ოლქში მომუშავე მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს/ახორციელებენ ცესკოს/უსკოს  მდივანი ან შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნები.

•    ერთ საარჩევნო ოლქში მომუშავე მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
 
•    განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების  აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა.
 (28 სექტემბერი 18 სთ-მდე);
 

•    განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.  აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

 

•    კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

 

მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

•    თავისუფლად და დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, - გააშუქონ კენჭისყრის დღე, კენჭისყრის დღემდე პერიოდი და კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდი.

 

•    შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

 
•    დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს;
 
•    კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში;
 
•    შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად, კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად, დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს.
 
მედია წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება :
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 41.2.ა-დ; 41.4)
•    ჩაერიონ საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
 
•    გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
 
•    აგიტაცია გაუწიონ ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
 
•    ატარონ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი.

 
ყურადღება!
•    საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, მედიის წარმომადგენელი გააძევოს კომისიის განთავსების შენობიდან


ამომრჩეველთა სია
არჩევნები 2016
შედეგები 2016
მეორე ტურის შედეგები
საარჩევნო უბნების რუკა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016