აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის სარჩელი
01 ნოემბერი 2008

      1 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის დავით ბაციკაძის სარჩელი უსკოს წინააღმდეგ, რომლითაც ის ითხოვდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2008 წლის 29 ოქტომბრის N18 დადგენილების ბათილად ცნობას. დადგენილების თანახმად დაზუსტდა აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ ის რომ მანდატს მოიპოვებს ყველა პარტია რომელიც 5%-იან  ბარიერს გადალახავს. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება უსკომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის რეკომენდაციით მიიღო, კონერვატორებმა მიღებული დადგენილების კანონიერება ეჭვსქვეშ დააყენეს.   სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ გარემოებათა გამო, რომ უსკოს მიერ დადგენილება მიღებულ იქნა კანონის შესაბამისად და აგრეთვე აღნიშნული დადგენილება ზიანს არ აყენებს მოსარჩელე მხარეს.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016