აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
30 ოქტომბერი 2008

       30 ოქტომბერს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო დამკვირვებელ ორგანიზაციებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. არჩევნებამდე 4 დღით ადრე მოხდა ინფორმაციების ურთიერთგაცვლა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ არასამთავრობო სექტორს დღეისთვის არსებული მდგომარეობა გააცნო,   უფრო მეტი აქტიურობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ მიერ მოწოდებულ ყველა წინადადებასა და შენიშვნას უმაღლესი საარჩევნო კომისია ოპერატიულად შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში დროულ რეაგირებას მოახდენს.
       შეხვედრაზე ისაუბრეს იმ კონკრეტულ მექანიზმებზეც, რომლებიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდში არასამთავრობო სექტორსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობას უფრო ეფექტურს და მოქნილს გახდის.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016