აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

29 ოქტომბრის სხდომის შედეგები
29 ოქტომბერი 2008


     29 ოქტომბერს უმაღლესი სააარჩევნო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით უნდა განხილულიყო სამი საკითხი, მათ შორის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე, რომელიც 5 %-იან ბარიერთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გულისხმობდა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად წარმომადგენლობით ორგანოში მანდატი უნდა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, თუმცა იმის გამო, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სისტემით 12 დეპუტატი აირჩევა, მანდატის მოპოვებასთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა შეიქმნა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა  და პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის რეკომენდაციით უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ   არჩევნებამდე ამ საკითხების დაზუსტების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც თავიდან იქნება აცილებული მანდატების გდანაწილების დროს მოსალოდნელი გაუგებრობები. ლეიბორისტული პარტიიდან კომისიის წევრის დავით რობაქიზის მოთხოვნით, რასაც კენჭისყრაზე სხვა კომისიის წევრებიც დაეთანხმნენ,  საკითხის განხილვა ერთი საათით გადაიდო.
  მის შემდეგ  სხდომამ მუშაობა გააგრძელა , მიღებული იქნა დადგენილება უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების უფლებამოსილების განსაზღვრისა და დანიშვნის წესის შესახებ(უსკოს დადგ. #17) და დამტკიცდა განკარგულებაუმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების დანიშვნისა და მათი უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ(უსკოს განკ #88).

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016