აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ტრენინგი უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის
19 ოქტომბერი 2008
           18-19 ოქტომბერს, სასტუმრო ,,სტამბულში" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს  ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) წარმომადგენელმა ნინო დანელიამ  ჩაატარა. ეს სწავლებები ემსახურებოდა PR სამსახურის თანამშრომლების პროფესიონალიზმის დახვეწას. ტრენინგზე ისაუბრეს პრესსამსახურის საქმიანობაზე, მუშაობის პროცესზე, PR სამსახურის ეთიკასა და სხვა დეტალებზე, ასევე წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის თავისებურებებზე.
        მსგავსი ტრენინგები მომავალშიც იგეგმება რაც  ხელს შეუწყობს უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას..
          
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016