აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
11 ოქტომბერი 2008

         უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 11 ოქტომბერს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 3 ნოემბრის არჩევნებზე აკრედიტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რეგიონში მოქმედი სხვა ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.  კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ მათ წინასაარჩევნო მიმდინარე პროცესები გააცნო, ესაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უსკოს მიერ არჩევნების თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების მიზნით ხორციელდება და მოუწოდა თანამშრომლობის რეჟიმში არასამთავრობო სექტორმა უსკოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს.
             თავის მხრივ თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორიც მიესალმება. გადაწყდა, რომ ანალოგიური შეხვედრები უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ყოველკვირეულად გაიმართოს.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016