აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შეხვედრა ეუთოს მისიის წარმომადგენლებთან
04 ოქტომბერი 2008
          2 ოქტომბერს ეუთოს ეგიდით გამართულ ტექნიკური ჯგუფის შეხვედრაზე, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ ამჟამად არსებული საარჩევნო ვითარება და არჩევნებისთვის მზადების პროცესი დეტალებში გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილიც, რომელმაც ასევე წარადგინა ცესკოში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის დაგეგმილი და უკვე განხორციელებული ღონისძიებების ნუსხა.
 
           ეუთო სამუშაო შეხვედრებს პერმანენტულად მართავს. შეხვედრებს ესწრებიან სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები, დაინტერესებული დიპლომატიური კორპუსების და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრები მიზნად ისახვს ინფორმაციის გაცვლას, ასევე გამოცდილების გაზიარებას არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესების შესახებ.
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016