აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკო გილოცავთ არჩევნების საერთაშორისო დღეს !
04 თებერვალი 2021

არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. მისი ინიცირება მოხდა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (AჩEEEO) მიერ 2005 წლის სექტემბერში უნგრეთში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა - არჩევნების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა და საარჩევნო მოხელეებმა წამოაყენეს ინიციატივა დაეწესებინათ ყოველწლიური თარიღი, რომელიც მიეძღვნებოდა არჩევნებს.
აღნიშნული დღის მთავარი მიზანია: რწმენის გამყარება დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება ხმის მიცემის სისტემის უახლეს მიღწევებთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებისა და მსოფლიო ლიდერების ყურადღების მიპყრობა იმ როლზე, რომელსაც ისინი ასრულებენ დემოკრატიული კულტურის ხელშეწყობასა და აქტივობის გაზრდაში და იმ ამომრჩევლების დარწმუნება დემოკრატიულ ფასეულობებში, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საარჩევნო ჟურნალი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო რუკა
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
ცენტრალური საარჩევნო კომისია


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016