აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ არჩევნების მეორე ტურისათვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა
15 ნოემბერი 2020

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 21 ნოემბერს გასამართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლებად დანიშნა:

მარიამ გუგუნავა (უსკოს წევრი);
რამაზ ფირცხალაიშვილი (უსკოს წევრი);
რამინ შავაძე - სადამკვირვებლო ორგანიზაცია ა.(ა).ი.პ. „რეგიონალური კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი“.
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს უზრუნველყოფს სტამბა შპს „ფავორიტი”, ქ. თბილისი, ჩუბინაშვილის №50.
2020 წლის 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. N28 ბათუმის და N 30 ხელვაჩაურის, ქედის,შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელი - აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერი- საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016