აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

14 ნოემბრის სხდომა
14 ნოემბერი 2020

დღეს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა და განკარგულებით 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტური დანიშნა, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის N-28 და N-30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სამივე საარჩევნო ოლქში შეადგენს - 314 889 ამომრჩეველს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად მაჟორიტარული სისტემით არჩეულია - N-29 ქობულეთის საარჩევნო ოლქში - ანანიძე ცოტნე, N-41 „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს’’ წარმომადგენელი 20 809 ხმით (50, 05%). არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატები არიან:
N-28 ბათუმის ოლქში: N-5 გიორგი კირთაძე (26 599 ხმა, 34.46%) და N41 - ტიტე აროშიძე ( 32 332 ხმა , 41.89%);
N-30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს ოლქში: N -5 - გია აბულაძე (19 044 ხმა, 32.12%)და N-41- ფრიდონ ფუტკარაძე ( 29 408 ხმა , 49.6%).
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 186 863-მა ამომრჩეველმა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შეადგენს - 5 352-ს. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა შემდეგმა ორმა საარჩევნო სუბიექტმა: N5 ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია’’ (61 242 ხმა, 33,96%) და N41 – „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო’’ (82 700 ხმა, 45,86%). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებად პროპორციული წესით არჩეულნი არიან:
1. აბულაძე გია;
2. ანთაძე ლევან;
3. ბაგრატიონი ელგუჯა;
4. ბაციკაძე დავით;
5. გაბაიძე დავით;
6. ვარშანიძე ნადიმ;
7. ვასაძე მედეა;
8. ზოიძე თინათინ;
9. თედორაძე დავით;
10. კირთაძე გიორგი;
11. მანველიძე გიორგი;
12. მგალობლიშვილი ლადო;
13. რიჟვაძე თორნიკე;
14. სურმანიძე მამული;
15. ფუტკარაძე ჯაბა;
16. ჩავლეიშვილი ირაკლი;
17. ჭეიშვილი ირაკლი;
18. ხალვაში ფატი.
დღევანდელ სხდომაზე უსკომ ასევე განკარგულებით დაამტკიცა ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმები, დაადგინა მეორე ტურის ბიულეტენების ტექსტები და დანიშნა დამკვირვებლები მეორე ტურისათვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე.

 

 უმაღლესი საარჩევნო კომისია დამატებით განმარტავს, რომ დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ ყველა აკრედიტირებული არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე მედია საშუალებების წარმომადგენლები(მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა მათ აკრედიტაცია უმაღლეს საარჩევნო კომისიაში).  

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016