აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა 2004 წლიდან დღემდე ჩატარებული არჩევნების მიხედვით
12 ნოემბერი 2020

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა. მონაცემები მოიცავს ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტულ მაჩვენებლებს 2004 წლიდან დღემდე.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2020 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 2,8%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 3,8 %-ია. საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდება უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ.

უსკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2008 წელს (4,5%), ხოლო ყველაზე დაბალი - 2012 წელს (3,1%).

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016