აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
08 ნოემბერი 2020

 

კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების, პარტიული სიიდან სავარაუდოდ არჩეულმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის ყველა კანდიდატმა უნდა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლება განკარგულებით (უსკოს განკარგულება N-15, 01/09/2020) მინიჭებული აქვს ა) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს, მისამართი: ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N102ა. და ბ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“, მისამართი: ქ. ბათუმი, ნ. ჯაყელის ქუჩა №44. კანონის თანახმად, უსკოს თავმჯდომარე დოკუმენტაციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში არჩეული უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აღნიშნულ არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე ინფორმაციას.
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016