აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა
27 ივნისი 2007
27 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიამ იმსჯელა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. ამის შედეგად კომისიამ მიიღო დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატი.'' აღნიშნული დადგენილების თანახმად უმაღლესი საარჩევნო კომისიის ეკონომიკური, კადრებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის შტატით გათვალისწინებული მოხელეები არ დაექვემდებარებიან სავალდებულო სერთიფიცირებას.
კომისიამ მიიღო ასევე დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2007 წლის 16 მარტის N–1 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ'' და განკარგულებები: ,,უმაღლესი საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ'' და ,,უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიმდინარე ხარჯების დამტკიცების შესახებ.''
 
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016