აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ტრენინგი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის
06 მარტი 2018

26 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მონაწილეობა მიიღო სასწავლო პროგრამაში „ტრენერის პროფესიული უნარების განვითარება“, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა  ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა სასტუმრო  „ჰუალინგ თბილისში“.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ გახსნა და ისაუბრა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მანდატის ფარგლებში სამოქალაქო საარჩევნო სასწავლო პროექტების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, ასევე ყურადღება გაამახვილა  საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე.  კერძოდ ელექტრონული ხმის დათვლის ტექნოლოგიაზე  და მისი საქართველოში დანერგვის პერსპექტივების შესახებ.

ტრენინგი ორიენტირებული იყო პრაქტიკულ სწავლებაზე. მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: 

ტრენინგის დაგეგმვა და სტრუქტურა;

ტრენინგის პროგრამის დიზაინი;

ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია;

ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები;

ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენისა და გამოყენების ტექნიკა;

ტრენერის პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევები;

პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

მესამე სამუშაო დღეს მონაწილეებმა გამართეს პრეზენტაციები, რომლის შედეგებიც განიხილეს მონაწილეებთან და ტრენერებთან ერთად. სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ადმინისტრაციის, კერძოდ სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა, რომლებიც შემდგომ სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ 2018 წლისთვის სამოქალაქო საარჩევნო განათლების კუთხით  დაგეგმილი სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016