აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები
24 ოქტომბერი 2017

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართა 23 ოქტომბერს.კონკურსში მონაწილე 13 კანდიდატიდან 4 კონკურსანტი არ გამოცხადდა.ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსისა და II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატებმა გაიარეს წერითი და ზეპირი დავალება ინგლისური ენის ცოდნაში,ხოლო ინსტიტუციური განვითარების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე - ზეპირ დავალებაში. კომისიის წევრთა მიერ შეჯამების შედეგად,ღია კონკურსის მომდევნო,მესამე ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი კანდიდატები:
1.ანანიაშვილი რუსუდან - 10 ქულა;
2.ბაკურიძე მეგი - 7,5 ქულა;
3.ზოიძე თამარი - 7,67 ქულა;
4.ლომაძე მაკა - 9 ქულა;
5.მელაძე მაია - 7ქულა;
6.ნაკაშიძე ემმა - 8,3 ქულა;
7.შაინიძე დურმიშხან -7,3 ქულა;
8.ხახუტაიშვილი ნანა -7 ქულა;

მესამე ეტაპზე თითოეული კონკურსანტი შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გაივლის გასაუბრებას და შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1. ფუნქციები და უფლებამოსილებები;
2. საკონკურსო თემატიკა;
3. საქმიანი თვისებები და კომპეტენცია;
4. პიროვნული უნარ ჩვევები.
ამასთან შეგახსენებთ, რომ კანდიდატები რეგისტრაციისათვის უნდა გამოცხადნენ 30 ოქტომბერს,ორშაბათს,დილის 10.30 სთ-ზე,მის.ქ.ბათუმი,ი.გოგებაშვილის ქ.№2,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში.გასაუბრება დაიწყება 11.00 სთ-ზე.კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016