აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

17 მაისის სხდომა
17 მაისი 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 17 მაისის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს.

კომისიამ დადგენილებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარებისა და სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატის გამოვლენის წესი. 

დადგენილებით შეიქმნა უსკოს ახალი მუდმივმოქმედი სამსახური, სახელწოდებით ,,ინსტიტუციური განვითარების სამსახური’’, რომლის მიზანია საარჩევნო მოხელეთა კვალიფიკაციის გაუმჯობესება და გრანტების მოძიება. ახალი სამსახურის ფუნქციები განისაზღვრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტით. ამ მიზნით მიიღეს დადგენილება უსკოს რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შესახებ .
 

კომისიამ იმსჯელა და ცვლილება შეიტანა 2007 წლის N-6 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის ეკონომიკური, საკადრო, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის (გარდა სამსახურის უფროსისა) შტატით გათვალისწინებული მოხელეები არ დაექვემდებარებიან  სავალდებულო სერტიფიცირებას. 

ასევე, განკარგულებით (დანართი) დაამტკიცეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალი საშტატო განრიგი და მიიღეს განკარგულება (დანართი) უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის საბიუჯეტო განაცხადის დამტკიცების შესახებ.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016