აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს თავმჯდომარემ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა
28 ნოემბერი 2016

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მეოთხე მოწვევის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები წარადგინა. როგორც პარმენ ჯალაღონიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ და კანონის შესაბამის გარემოში, არ მომხდარა ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზეწოლა.

„მართალია ჯერ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საბოლოო ანგარიშები არჩევნებთან დაკავშირებით არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა მათი სატელევიზიო განცხადებებით იგი შეფასებულია როგორც ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა რომელიც თან ახლდა კენჭისყრის პროცესს. არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან, კანონის შესაბამის გარემოში და არ მომხდარა ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზეწოლა. მე მინდა წარმატება და ნაყოფიერი კანონშემოქმედებითი საქმიანობა ვუსურვო აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მეოთხე მოწვევის შემადგენლობას“ - აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ სიტყვით გამოსვლისას.

უსკოს თავმჯდომარემ საბჭოს პირველი სხდომის თავმჯდომარეობისთვის საკანონმდებლო ორგანოს უხუცესი წევრი დავით თედორაძე მიიწვია, რომელიც სხდომას აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა.

პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციის შედეგად, უსკომ საბჭოს სამ წევრიანი დროებითი ხმის დამთვლელი და 5 წევრიანი დროებითი სამანდატო კომისიის შემადგენლობა წარუდგინა. პარმენ ჯალაღონიამ დროებით სამანდატო კომისიას, არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის, საარჩევნო დოკუმენტაცია გადასცა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016